მერლანგა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:32, 19 თებერვალი 2026-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მერლანგა ანუ შავი ზღვის პიკშა Odintogodus Merlangius euxisnus (noordman)
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ვირთევზასნაირნი
ოჯახი:ვირთევზასებრნი
გვარი:მერლანგები
თევზის სახეობა ვირთევზების ოჯახისა. ზურგის სამი ფარფლი და ორი ანალური ფარფლი აქვს. ზურგის ფარფლები ვიწრო შუალედებითაა ერთმანეთისაგან გამოყოფილი, ანალური ფარფლები ერთმანეთს ეხებიან. პირველი ანალური ფარფლის დასაწყისი ზურგის პირველი ფარფლის ვერტიკალის ქვეშ მოდის. ნიკაპზე ულვაში ყოველთვის კარგადაა განვითარებული. გვერდითი ხაზი ნათელია და სხეულის ბოლომდე განუწყვეტლად გასდევს.
გავრცელებულია შავ ზღვაში და აქედან ქერჩის სრუტით აზოვის ზღვაშიც შედის.
მერლანგა ზღვის ფსკერული თევზია. სარეწაო მნიშვნელობა არა აქვს.
ტოფობს ღია ზღვის ღრმა ადგილებში (40 მ).