მერლანგების გვარი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
მერლანგების გვარი – odentagadus
ტიპი: ქორდიანები
კლასი: სხივფარფლიანი თევზები
რიგი: ვირთევზასნაირნი
ოჯახი:ვირთევზასებრნი
გვარი:მერლანგები
თევზების გვარი ვირთევზების ოჯახისა. გვერდითი ხაზი მკერდის ფარფლებს ზემოთ მოხრილია. ზურგის სამი ფარფლი და მკერდის ფარფლების ფუძესთან შავი ლაქა აქვს. ანალური ფარფლები ერთმანეთს მჭიდროდ ეხებიან. გავრცელებულია შავ ზღვაში. საქართველოს ფარგლებში შავი ზღვის სანაპიროებში ამ გვარიდან გვხვდება ერთი სახეობა.