დეპრესიული აშლილობები

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

დეპრესიული აშლილობები -- დეპრესია შეიძლება დაფიქსირდეს ნებისმიერი ფსიქიკური აშლილობის დროს. ის აფექტური აშლილობების განმსაზღვრელ ნიშანს წარმოადგენს და ჩვეულებრივ თავს იჩენს შიზოფრენიის, შფოთვის, ობსესიურ-კომპულსური აშლილობების, კვებითი აშლილობის და ფსიქოაქტიური ნივთიერებების მოხმარებით გამოწვეული აშლილობის დროს. დეპრესია შეიძლება ორგანული დარღვევების შემთხვევაშიც გამოვლინდეს.

დეპრესიული აშლილობები უნდა განვასხვავოთ:

დეპრესიისა და ჩვეულებრივი დარდის დიფერენცირება ხდება დეპრესიული სინდრომისთვის დამახასიათებელი სიმპტომების არსებობის გათვალისწინებით. დეპრესიული აშლილობა მაღალი კომორბიდობით გამოირჩევა. ხშირია თანმხლები შფოთვითი, კვებითი და პიროვნული აშლილობები ან ნარკომოხმარება. ყველა ამ შემთხვევაში მნიშვნელოვანია დეპრესიის ამოცნობა და სათანადო მკურნალობის ჩატარება.

სარჩევი

დეპრესიის კლასიფიკაცია

ზოგადი შეთანხმება დეპრესიული აშლილობების კლასიფიკაციის საუკეთესო მეთოდზე ჯერჯერობით მიღწეული არ არის. არსებობს რამდენიმე მიდგომა:

  • კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით;
  • კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით;
  • კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით.
კლასიფიკაცია სავარაუდო ეტიოლოგიური ფაქტორების მიხედვით

ისტორიულად განასხვავებდნენ ორი სახის დეპრესიულ აშლილობას. ითვლებოდა, რომ ერთ შემთხვევაში სიმპტომები მხოლოდ შინაგანი, გარე ფაქტორებისგან დამოუკიდებელი მიზეზებით იყო განპირობებული (ენდოგენური დეპრესია), ხოლო მეორე შემთხვევაში, სიმპტომები გარე სტრესორზე საპასუხოდ ვითარდებოდა (რეაქტიული დეპრესია). მრავალი წლის განმავლობაში ასეთი დაყოფა არადამაკმაყოფილებლად იყო მიჩნეული. მაგალითად, ლუისი (Lewis, 1934) წერდა:

„ყველა დაავადება ორი ფაქტორის შედეგია - გარემო ზემოქმედებას ახდენს ორგანიზმზე. კონსტიტუციური ფაქტორებია წამყვანი, თუ გარემო ფაქტორები, ეს ვერასოდეს გახდება განსჯის საგანი“.

დეპრესიის ინდივიდუალური შემთხვევების განხილვისას, საჭიროა სხვადასხვა ეტიოლოგიური ფაქტორების ხვედრითი წილის გათვალისწინება. არც ICD-10 და არც DSM-IV კლასიფიკაციებში რეაქტიული და ენდოგენური დეპრესიის კატეგორიები არ არის შესული.

კლასიფიკაცია კლინიკური სურათის მიხედვით
კლასიფიკაცია მიმდინარეობის მიხედვით

დეპრესიული აშლილობის კლასიფიკაცია ICD-10 და DSM- IV-ის მიხედვით

ორივე კლასიფიკაციაში, ICD-10-სა და DSM-IV-შიც, დეპრესიული ეპიზოდი განისაზღვრება სიმწვავისა და ფსიქოზური სიმპტომების არსებობისა ან არარსებობის მიხედვით. ასევე, ცალკეა გამოყოფილი დეპრესიული ეპიზოდი, რომლისთვისაც დამახასიათებელია მელანქოლიური (DSM-IV მიხედვით) ან სომატური (ICD-10 მიხედვით) ნიშნები. DSM-IV კლასიფიკაციაში ასეთი დიდი დეპრესიული ეპიზოდი კლასიფიცირდება, როგორც ატიპიური დეპრესია, ხოლო ICD-10 კლასიფიკაციაში, როგორც „სხვა დეპრესიული ეპიზოდი“. როგორც DSM-IV, ასევე ICD-10 კლასიფიკაციაში შესულია რეკურენტული ხანმოკლე დეპრესია, თუმცა ოდნავ განსხვავებული სახელწოდებებით.

ICD-10 DSM IV
დეპრესიული ეპიზოდი დიდი დეპრესიული ეპიზოდი
მსუბუქი მსუბუქი
საშუალო საშუალო
მძიმე მძიმე
მძიმე ფსიქოზით მძიმე ფსიქოზით
სხვა დეპრესიული ეპიზოდები
ატიპიური დეპრესია
რეკურენტული დეპრესიული აშლილობა დიდი დეპრესიული აშლილობა რეკურენტული
მიმდინარე ეპიზოდში მსუბუქი
მიმდინარე ეპიზოდში ზომიერი
მიმდინარე ეპიზოდში მძიმე
მიმდინარე ეპიზოდში მძიმე დეპრესიული რეკურენტული აშლილობა ფსიქოზური სიმპტომებით მაგალითი
რეკურენტული დეპრესიული აშლილობა რემისიის მდგომარეობაში
გუნებ-განწყობის ხანგრძლივი აშლილობები დისთიმიური აშლილობები
ციკლოთიმია
დისთიმია
გუნებ-განწყობის სხვა აშლილობანი სხვა მხრივ დაუზუსტებელი გუნებ-განწყობის აშლილობა
ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია ხანმოკლე რეკურენტული დეპრესია





წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები