გომისჯვრის კოშკი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:12, 17 ივლისი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

გომისჯვრის კოშკი – კოშკი მდებარეობს საქართველოში, შიდა ქართლი მხარეში, კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ გომისჯვარში, სოფლის განაპირას, სამხრეთ დასავლეთით, ნასოფლარის სასაფლაოზე. ადგილი მოსახლეობის გადმოცემით, თარხნიშვილებს ეკუთვნოდათ. სტილისტური ნიშნებით განეკუთვნება XVII საუკუნეს.

აღწერილობა

კოშკი დაზიანებულია: პირველი სართული სანახევროდ მიწითაა ამოვსებული, სართულშუა გადახურვა და სახურავი ჩანგრეულია, აივნები აღარ აქვს (დარჩენილია აივნების კოჭების ბუდეები), მეოთხე სართულის აივანზე გასასვლელი კარი ამოშენებულია. შვიდსართულიანი კვადრატული კოშკი (7,15 X 7,15 მ; სიმაღლე 16,6 მ, კედლის სისქე 1,5 მ) ნაგებია რიყის ქვით, გამოყენებულია ნატეხი ქვაც. კოშკი ზემოთ თვალსაჩინოდ ვიწროვდება. შესასვლელი დასავლეთითაა, 3,5 მეტრის სიმაღლეზე, მეორე სართულის დონეზე. ამ სართულის ოთხივე კედელში ორ-ორი სათოფურია, ჩრდილო-აღმოსავლეთისა და სამხრეთ დასავლეთ კედლებში ნიშებიცაა, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთისაში - ბუხარი. სულ ზემოთ, აღმოსავლეთ და დასავლეთ მხარეს თითო სალოდეა. სართულები ერთმანეთს ხვრელობებით და მისადგმელი კიბეებით უკავშირდებოდა.

წყარო

საქართველოს ისტორიის და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები