ამამლო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:05, 28 ოქტომბერი 2020-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ამამლო - სოფელი საქართველოში, დმანისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ამამლოწყლის მარცხენა ნაპირზე, დმანისიდან 9 კილომეტრის დაშორებით. ამამლოს სამხრეთით 1 კმ-ზე დგას XII საუკუნის ერთნავიანი, დარბაზული ეკლესია, რომლის დასავლეთ ფასადზე წვრილი მთავრულით ამოკვეთილ საამშენებლო წარწერაში მოხსენიებულია მეფე თამარი, ერისთავი კახა, მისი დედა კრავალ და ეკლესიის მაშენებელი ბეღელას ძე ოქროპირი (წარწერიანი ქვა დაცულია საქართველოს ეროვნულ მუზეუმში). ეკლესიასთან არსებულ სასაფლაოზე შემონახული იყო VIII-IX სს. დიდი ქვაჯვარი, რომლის კვარცხლბეკზე ამოკვეთილია XIII ს. წარწერა. ამჟამად ქვაჯვარი დაკარგულია და შემორჩენილია მხოლოდ მისი ფოტოსურათი.


ლიტერატურა

მუსხელიშვილი ლ., არქეოლოგიური ექსკურსიები მაშავრის ხეობაში, თბ., 1941.

წყარო

საქართველოს მათლმადიდებელი ეკლესია:ენციკლოპედია

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები