იმიტაცია (მუსიკა)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:13, 5 ოქტომბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
იმიტაცია - (ლათ. Imitatio მიბაძვა), მრავალხმიან მუსიკალურ ნაწარმოებში ერთი ხმის მელოდიის ზუსტი ან მიახლოებითი განმეორება სხვა ხმაში. იმიტაცია აღმოცენდა ხალხურ მრავალხმიანობაში. XIII ს.-იდან თანდათან მკვიდრდება პროფესიულ მუსიკაში, როგორც თემატური მასალის გადმოცემის, განვითარებისა და დამუშავების ხერხი. მელოდიის იმიტირება შეიძლება რიგრიგობით რამდენიმე ხმით. იმიტაციის ფორმებია: კანონი, ფუგა, ფუგეტა, ინვენცია.
წყარო
მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი