კანონი (მუსიკა)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

კანონი - (ბერძნ. Kanon - წესი), ბოლომდე ზუსტად დაცული იმიტაცია. მრავალხმიანი მუსიკის სახე, რომელიც აგებულია ერთი და იმავე მელოდიის რიგრიგობით ჩართვაზე. ჩვეულებრივ, კანონი 2 და 3-ხმიანია (ზოგჯერ 4, 5-ხმიანიც).

არსებობს რამდენიმე სახის კანონი, ე.წ. ორმაგი კანონი, როცა ხდება 2 ერთდროულად მჟღერი მელოდია – თემის იმიტირება; წრიული, უსასრულო კანონი, როცა დასასრული ებმის დასაწყისს და ეს პროცესი შეიძლება განმეორდეს ნებისმიერი რაოდენობით; გამოუცნობი კანონი, როცა ცნობილია მხოლოდ მელოდია, ხოლო მისი იმიტირების პირობები დამოკიდებულია შემსრულებელზე და სხვ. კანონი აღმოცენდა XII ს-ში. განსაკუთრებით ფართოდ გავრცელდა XIV ს. მუსიკაში – პოლიფონიის მყარად დამკვიდრების პერიოდში. XV ს-ში კანონიკურ საფუძველზე შეიქმნა მრავალი საკულტო მუსიკალური ნაწარმოები (კანონიკური მესა). შემდგომში კანონი გამოიყენება როგორც ფუგის ელემენტი. კანონმა უმაღლეს განვითარებას ი. ს. ბახის შემოქმედებაში მიაღწია.

2. აღმოსავლურ ქრისტიანულ საკულტო მუსიკაში საგუნდო კომპოზიცია შემდგარი 9-ნაკვეთისაგან, რომელთაგანაც თითოეული რამდენიმე საგალობლისაგან შედგება.


წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები