რეკვიემი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:07, 5 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რეკვიემი – სამგლოვიარო ხასიათის მრავალხმიანი ციკლური საგუნდო ნაწარმოები. რ. ჩამოყალიბდა შუა საუკუნეების კათოლიკური ეკლესიის პოლიფონიურ მუსიკაში, როგორც სულის მოსახსენებელი მესა. XVIII-XIX სს. გამოჩენილი კომპოზიტორების რეკვიემებმა საკონცერტო ესტრადაზე გადაინაცვლეს და მიიღეს საერო ჟანრის ხასიათი, რომელსაც მხოლოდ ტრადიციული მოსახსენებელი ხასიათის ტექსტი შემორჩა.