დიონისეები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:21, 9 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დიონისეები – რელიგიური დღესასწაულები ძველ საბერძნეთში დიონისეს პატივსაცემად. ამ დღესასწაულებზე სრულდებოდა „დითირამბი“ – გუნდური სიმღერა, რომელიც ადიდებდა დიონისეს, და „კომოსი“, სოფლელების მხიარული სვლა, რომლის დროსაც მღეროდნენ თამამ, ზოგჯერ მამხილებელ სიმღერებს. ამ დღესასწაულებს დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ათენის დრამის ისტორიისათვის. დიონისეს საპატივცემულო მსვლელობებიდან, თამაშებისა და სიმღერისაგან განვითარდა შემდგომში ძველბერძნული ტრაგედიები და კომედიები.