კინოხელოვნება
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
21:24, 10 ნოემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
კინოხელოვნება – (ბერძნ. kineo – „ვმოძრაობ“), სინთეზური ხელოვნება, რომლის შექმნას საფუძვლად დაედო კინემატოგრაფის იმ ტექნიკური და გამომსახველობითი საშუალებების გამოყენება, რაც შესაძლებლობას გვაძლევს სახოვნად, უაღრესად კონკრეტული და თვალსაჩინო ფორმით წარმოვადგინოთ სინამდვილე.
ახალი ხელოვნების შექმნის საფუძველი იყო ლიტერატურა, თეატრი, მხატვრობა და მუსიკა. თუმცა კინოხელოვნება არ იმეორებს ან ცვლის თეატრს, ლიტერატურას, მუსიკას ან ფერწერას, არამედ ამუშავებს მათ გამოცდილებას ეკრანული შემოქმედების თავისებურებების შესაბამისად.
სარჩევი |
კინოს სახეებია
- მხატვრული ფილმი
- დოკუმენტური ფილმი
კინოხელოვნების ძირითადი ჟანრები
- სამეცნიერო-მხატვრული ფილმი
- სამეცნიერო-პოპულარული ფილმი
- სამეცნიერო-საწარმოო ფილმი
- ბიოგრაფიული ფილმი
- აბსტრაქტული ფილმი
- ტექნიკურ-პროპაგანდისტული ფილმი
- სააგიტაციო ფილმი
- ხედითი ფილმი
- ნახატი ფილმი
- დადგმითი ფილმი