სკენე
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:58, 16 დეკემბერი 2021-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სკენე — (ბერძ. skēnē), ძველბერძნული თეატრის ერთ-ერთი სამნაწილთაგანი. ადრეულ პერიოდში (ესქილემდე) სკენე ეწოდებოდა დროებით ფიცრულ ნაგებობას, სხვადასხვა როლის შემსრულებელი მსახიობის გადასაცმელად განკუთვნილს. თეატრალური მოქმედების გართულებისა და მეორე და მესამე მსახიობის გაჩენასთან დაკავშირებით „ორქესტრის“ უკან, ანდა მის შემხებ წრეწირთან აშენდა კედელი, რომელსაც სკენე ეწოდა. V საუკ. შუა ხანებში სკენეს მიუშენეს გვერდის ფრთები — „პარასკენიუმები“.