ფაქტურა
ფაქტურა (ლათ. Factura დამუშავება, აგებულება)
არქიტექტურაში ფორმის ზედაპირის აღნაგობა (მაგ.: ხორკლიანი, გლუვი, გაპრიალებული, სარკისებრი ზედაპირი და ა. შ.).
სახვით ხელოვნებაში სურათის ზედაპირის თავისებურება (საღებავის ფენის სისქე, მისი სიგლუვე ან ხორკლიანობა, სიმქრქალე ან პრიალი, წანასმის ხასიათი და ა. შ.).
ფაქტურას უქოდებენ აგეთვე მხატვრის სხვადასხვაგვარი ტექნიკური ხერხების ერთობლიობას: ფუნჯის მოსმის თავისებურება, ფერადი ფენების დადება, საჭრისის დარტყმები, გაპრიალება და სხვ. რომელთა სხვადასხვაობა გამომდინარეობს საგანთა ბუნებრივი სხვადასხვაობიდან ანდა ერთი და იმავე საგნისა თუ სხვადასხვა ნაწილთა არაერთგვარობიდან (მაგ:. განსხვავება ადამიანის კანსა და თმას შორის.)
მუსიკაში მუსიკალური გადმოცემის საშუალებათა ერთობლიობა (მელოდია, აკორდები, პოლიფონიური ხმები, ფიგურაცია, ორნამენტიკა და ა. შ.), რაც ნაწარმოების ტექნიკურ წყობას ქმნის.