მთელტონიანი ბგერათა რიგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
20:17, 1 თებერვალი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
მთელტონიანი ბგერათა რიგი – ბგერათა რიგი, რომელშიც მანძილი მეზობელ ბგერებს შორის ყველა შემთხვევაში ერთნაირია და მთელ ტონს უდრის (იქმნება დიდი სეკუნდა ან შემცირებული ტერცია). მთელტონიან ბგერათა რიგში არც ერთ საფეხურს არა აქვს განსაკუთრებული მდგომარეობა, ყველა სამხმოვანება გადიდებულია. მთელტონიან ბგერათა რიგზე დაფუძნებული მუსიკა ფანტასტიკურ ან უსიცოცხლო შთაბეჭდილებას ტოვებს.