კოლიზეუმი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:59, 1 ივლისი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კოლისეუმი

კოლიზეუმი (კოლოსეუმი) − (ლათ. Coliseo < colosseus უზარმაზარი, კოლოსალური), 1. უზარმაზარი ამფითეატრი, ძველი რომის არქიტექტურის უმნიშვნელოვანესი ძეგლი, რომელიც აშენდა რომში I საუკუნეში. დღემდე მოღწეულია მისი ნანგრევები. ანტიკური მსოფლიოს უდიდესი ამფითეატრის მშენებლობა, რომლის ტევადობა 50 ათასზე მეტი ადამიანი იყო და რომლის მშენებლობაზე 100 ათასზე მეტი მონა მუშაობდა, რვა წელი გრძელდებოდა და დამთავრდა ჩვენი წელთაღრიცხვით 80 წელს იმპერატორ ვესპასიანეს დროს.

კოლიზეუმი წარმოადგენს გეგმაში ელიფსის ფორმის ნაგებობას, რომლის შუაში ასევე ელიფსის ფორმის არენაა. მაყურებლის ადგილები განლაგებულია არენის ირგვლივ კონცენტრირებული ელიფსური რგოლების სახით. გარე ელიფსის სიგრძეა 524 მ, დიდი ღერძის – 187,77 მ, პატარა ღერძის – 155,64 მ. არენის სიგრძეა – 85,75 მ, სიგანე – 53,62 მ, კედლების სიმაღლე 48-50 მ. ნაგებობის კონსტრუქციულ საფუძველს წარმოადგენს 80 რადიალური მიმართულების კედელი სვეტებით, რომლებიც იღებს დატვირთვებს მზიდი თაღოვანი გადახურვებისაგან. საძირკვლის სისქე შეადგენს 13 მეტრს. საკედლე ბლოკები ერთმანეთთან გადაბმულია რკინის მაკავშირებლებით. საშენ მასალად გამოყენებულია ტრავერტინის ქვა და მარმარილო, აგრეთვე ტუფი და თიხის გამომწვარი აგური. აღსანიშნავია, რომ რომის კოლიზეუმის არქიტექტურულ-ლოგისტიკური გადაწყვეტები დღესაც გამოიყენება თანამედროვე სტადიონებისა და სასპორტო არენების მშენებლობაში;


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები