შტრობა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
10:42, 27 ოქტომბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შტრობა – საფეხუროვანი ჩანაჭერი (ღარი) ქვის, ბეტონის, აგურის და მისთ. წყობაში საინჟინრო სისტემის ელემენტების (მილი, კაბელი და სხვ.) ჩასაწყობად. აკეთებენ ღოჯის, პერფორატორის ან შტრობსაჭრელის მეშვეობით.