აკვარელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
აკვარელი – (იტალ. acquerello),
1. გამჭვირვალე საღებავები, რომლებიც საღებავების ფენიდან ქაღალდის გამოჭვირვისა და კოლორიტის სიფაქიზის, სიმსუბუქის მიღწევის საშუალებას იძლევიან.
გამოყენებისას საღებავებს — ხსნიან წყალში. იხმარება ფერად ტუშთან, გუაშთან, ტემპერასთან შეხამებითაც. შემაკავშირებელ ნივთიერებას წარმოადგენს მცენარეული წებო, რასაც ხშირად უმატებენ გლიცერინს, სანთელს ან თაფლს.
2. აკვარელური ფერწერა, ფერწერის სახეობა.