პუცოლანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:44, 2 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პუცოლანი (იტალ. pozzolana < იტალიის ქ. პოცუოლის სახელის მიხედვით) – ვულკანური ამონაფრქვევის ფხვიერი პროდუქტი (ფერფლი, პემზა, ტუფი), ნალექი ქანი, აგრეთვე ქარხნის პროდუქტი (წიდა, ნაცარი), რომელსაც ურევენ სამშენებლო დუღაბებში წყალგამძლეობის ასამაღლებლად. გამოიყენება პუცოლანიანი ცემენტის დასამზადებლად.