ელბორი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:05, 11 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ელბორი – ზემაგარი მასალა ბორის სფალერიტული (ან კუბური) ნიტრიდის საფუძველზე. სიმაგრისა და სხვა მექანიკური მახასიათებლების მიხედვით ჰგავს ალმასს. გამოიყენება მრეწველობაში სახეხი და საჭრელი ინსტრუმენტების დასამზადებლად. სავაჭრო მარკებია: ბორაზონი, კუბონიტი, კინგსონიტი, კიბორიტი.