სადები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:27, 16 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სადები – სრიალის საკისრის შესაცვლელი დეტალი, რომელზეც ეყრდნობა მბრუნავი ლილვის პოჭოჭიკი. სადები ჩვეულებრივ მზადდება ბიმეტალური: თხელი ანტიფრიქციული ფენის გადაკვრით ფოლადის, თუჯის ან ბრინჯაოს საფუძველზე. სადები შეიძლება იყოს მთლიანი ან მილისებრი (მაგ., ბარბაცას დგუშის თავზე), ჭრილი – ორი ან მეტი ნაწილისგან. არსებობს აგრეთვე თხელკედლიანი სადები ბიმეტალური ლენტისგან ფოლადის საფუძველზე.