ოპერა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ოპერა- (იტალ. opera — შრომა, მუშაობა, საქმე),


1. ხელოვნების სინთეზური ჟანრი, რომელშიც გაერთიანებულია ვოკალური და ინსტრუმენტული მუსიკა, პოეზია, დრამატული ან სახვითი ხელოვნება, ხშირად – ქორეოგრაფიაც. ოპერის საფუძვლად დადებულ ლიტერატურულ ტექსტს ეწოდება ლიბრეტო. პირველი ოპერები შეიქმნა იტალიაში XVI-XVII სს. მიჯნაზე. არსებობს ოპერის სხვადასხეა სახეები (ოპერა სერია, ოპერა-ბუფა, ოპერა-ბალეტი, დიდი ოპერა, კომიკური ოპერა, ოპერა-ბალადა, „ხსნის ოპერა“, მუსიკალური დრამა, ზინგშპილი, სარ-სუელა, ტონადილია).


2. საოპერო თეატრი.


წყარო

ხელოვნების განმარტებითი ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები