ადიდვის დგანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:43, 18 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ადიდვის დგანი – დანადგარი (მანქანა), რომლითაც ახდენენ ლითონის დამუშავებას ადიდვის გზით. გამოიყენება წნელის, მავთულის, ნაგლინი მილის, სალი შენადნობისა და ა.შ. დასამზადებლად. შედგება ორი ძირითადი ნაწილისაგან: სამუშაო იარაღისა (ადიდა) და გამომჭიმი მოწყობილობისაგან, რომელიც აიძულებს ლითონს იმოძრაოს ადიდვის თვალაკში. მუშაობის პრინციპის მიხედვით ადიდვის დგანი შეიძლება იყოს: სწორხაზოვნად მოძრავი (ლარტყისებრი, ჯაჭვური, ხრახნული) – წნელებისა და მილების ადიდვისათვის და დოლურად მოქმედი – მავთულის ადიდვისათვის.