ვიზირი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:45, 22 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვიზირი (სამიზნებელი) – ფოტოაპარატის ოპტიკური მოწყობილობა, რომლის საშუალებით ხდება გადასაღები სცენის კადრირება და გადაღების პროცესში ობიექტზე დაკვირვება. არსებობს აგრეთვე არაოპტიკური ვიზირი ე. წ. იკონომეტრი კინოაპარატებზე. ძირითადად გავრცელებულია შემდეგი ტიპის ვიზირები: ტელესკოპური, სარკიანი და უნივერსალური. აგრეთვე არსებობს ვიზირები აპარატის გარეშე. ცალკე გადასაღები კადრის წინასწარ დასადგენად.