წყლის საკეტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:40, 29 ნოემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
წყლის საკეტი – მოწყობილობა, რომელიც ეწინააღმდეგება აირების შეღწევას ერთი სივრციდან მეორეში და რომელშიც აირების არასასურველი მიმართულებით მოძრაობისათვის წყლის ფენა დაბრკოლებას წარმოადგენს.
წყლის საკეტს აყენებენ სანტექნიკურ მოწყობილობებში (ნიჟარა, უნიტაზი და სხვ.), აირსაშემდუღებლო მოწყობილობებში (აცეტილენური გენერატორი); ზოგჯერ წყლის საკეტს ამონტაჟებენ ორთქლძალური მილგაყვანილობის დანადგარებსა და აირსაცავებზე. მაგ., სანათურაში აირების ნარევის აფეთქებისას „უკუ დარტყმის” შედეგად აირი მიეწოდება წყლის საკეტში ონკანის გავლით და ამჭიდროებს წყალს მილაკში წყლის საცობის შესაქმნელად; წყლის დონე წყლის საკეტში მცირდება და აირი მილაკის გავლით ატმოსფეროში გაედინება.