ზარალი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
14:03, 7 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ზარალი − (Loss, Losses), სახელმწიფოს, მეწარმის, მომხმარებლის ან შუამავლის მატერიალური, ქონებრივი და ფინანსური დანაკარგი, გამოწვეული სამეურნეო-ფინანსური კავშირების მოშლით, სასაქონლო და ფულადი მასის ბალანსირების დარღვევით, სტიქიური უბედურებებით, გაფიცვებით, უყაირათობით, მფლანგველობით, წუნდებული პროდუქციის გამოშვებით, კონფლიქტებით და სხვ.
საზოგადოებისათვის დიდი ზარალი მოაქვს რეკეტს, ხელოვნური დეფიციტის შექმნას, მომხმარებელთა მოტყუებას, სპეკულაციას, ფარულ ეკონომიკას და ა.შ. საწარმოებს შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ ზარალს, როგორც წესი, ანაზღაურებს ვალდებულების დამრღვევი მხარე.