მასშტაბის ეფექტი
მასშტაბის ეფექტი - (returns to scale), წარმოების მოცულობის ცვლილების კოეფიციენტი ყველა გამოყენებული რესურსის რაოდენობის ცვლილებისას. თუკი, მაგალითად, როგორც რესურსები ორკეცდება, იმავე ოდენობით იზრდება წარმოების მოცულობა, მაშინ ამბობენ, რომ მასშტაბის ეფექტს არ ჰქონია ადგილი, თუკი წარმოების მოცულობა იზრდება ორჯერ უფრო ნაკლებად, მაშინ უარყოფითი მასშტაბის ეფექტს აქვს ადგილი, ხოლო თუ იგი იზრდება ორჯერ უფრო მეტად, მაშინ - დადებითი მასშტაბის ეფექტს. ეს მოვლენა უნდა განვასხვაოთ მხოლოდ ერთი რესურსის ცვლილების შემთხვევისგან, რომელიც, საბოლოო ანგარიშით, გამოხატავს კლებადი უკუგების კანონს. მზარდი მასშტაბის ეფექტს (increasing returns to scale) ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა ფირმის გრძელვადიანი საშუალო დანახარჯები ეცემა გამოშვებული პროდუქციის ზრდის პარალელურად.