საბანკო კრედიტი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:53, 15 დეკემბერი 2022-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
საბანკო კრედიტი - (bank credit), ბანკის მიერ აკუმულირებული თავისუფალი ფულადი სახსრებისა და საკუთარი კაპიტალის გაცემა კლიენტებზე დროებითი სარგებლობისათვის. ხორციელდება სესხის გაცემის, ბანკის მიერ კლიენტის თამასუქის დისკონტირების, თამასუქის ღირებულების კლიენტის ანგარიშსწორების ანგარიშზე მოთავსებისა თუ სხვა ფორმით. საგარეო ვაჭრობაში საბანკო კრედიტის ფორმებია: ფორფეიტინგი, აქცეპტური კრედიტი, აქცეპტურ-რამბუსნული კრედიტი და სხვ.