ფორფეიტინგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
18:57, 14 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ფორფეიტინგი (ინგლ. forfeiting < forfeit გადახდა, ვალის გასტუმრება), ფინანსური აგენტის მიერ კრედიტორის წინაშე მსესხებლის ფინანსური ვალდებულების შესყიდვის ოპერაცია. ფორფეიტინგის, როგორც სავაჭრო გარიგების ფინანსირების ოპერაციის არსი – ხელშეკრულებასთან დაკავშირებული ყველა რისკების გადასვლა ფორფეიტერთან, გამყიდველზე უკუქცევის უფლების გარეშე. ფორფეიტერული ოპერაციების ძირითადი ობიექტებია მარტივი და გადასაპირებელი თამასუქები. არსებობს ფორფეიტერული ფასიანი ქაღალდების მეორეული ბაზარი.