ჩეკი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:50, 15 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ჩეკი - (cheque, check),
- დადგენილი ფორმის ფულადი დოკუმენტი, ანგარიშის მფლობელის წერილობითი განკარგულება ბანკისადმი, რათა ამ უკანასკნელმა ჩეკის ხელის მომწერის ანგარიშიდან გასცეს ან გადარიცხოს სხვა ანგარიშზე გარკვეული თანხა;
- უნაღდო ანგარიშსწორების საშუალება, ფასიანი ქაღალდი;
- საცალო ვაჭრობაში - სალაროს ქვითარი, რომელიც ადასტურებს მყიდველისაგან ფულის მიღებას.