ჯევონსი უილიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
00:37, 16 იანვარი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ჯევონსი უილიამ სტენლი

ჯევონსი უილიამ - (1835-1882) (Jevons W. Stanley) – ცნობილი ინგლისელი ეკონომისტი, მარჟინალიზმის თვალსაჩინო წარმომადგენელი. ვალრასსა და მენგერთან ერთად, დიდი წვლილი მიუძღვის ზღვრული სარგებლიანობის თეორიისა და, საერთოდ, პოლიტიკური ეკონომიის განვითარებაში. მისმა შრომებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ეკონომეტრიკის სფეროში.

ჯევონსის ნაშრომებიდან აღსანიშნავია:

„მოკლე შენიშვნა პოლიტიკური ეკონომიის ზოგადი მათემატიკური თეორიის შესახებ“ (1862),
პამფლეტი - „ოქროს ღირებულების მკვეთრი დაცემა“ (1863),
„კითხვარი, რომელიც ერის პროგრესსა და ჩვენი ქვანახშირის საბადოების შესაძლო ამოლევას ეხება“,
„პოლიტიკური ეკონომიის თეორია“ (1871),
„მეცნიერების პრინციპები“ (1874).

ცნობილია აგრეთვე 1972-1981 წლებში გამოცემული ჯევონსის სტატიებისა და კორესპონდენციების შვიდტომეული.


წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები