პოლიპროპილენი
პოლიპროპილენი (პოლიპროპენი) – თერმოპლასტიკური პოლიმერი, რომელიც მიიღება პროპილენის პოლიმერიზაციით კომპლექსური ლითონის კატალიზატორების თანხლებით. გამოდის თეთრი ფერის ფხვნილის ან გრანულების სახით.
სიმკვრივე – 910 კგ/მ3, რაც ყველა ტიპის პლასტმასებს შორის მინიმალური მაჩვენებელია.
ქიმიური ფორმულა – (C3H6)n;
სიმკვრივე – 946 კგ/მ3 (კრისტალურ მდგომარეობაში), 855 კგ/მ3 (ამორფულ მდგომარეობაში);
დნობის ტემპერატურა – 130-171°C.
გამოყენების სფერო: ვიბრო- და ბგერასაიზოლაციო სართულშუა გადახურვების მოწყობა სისტემაში „მცურავი იატაკი“, დეკორატიული პროფილები ქაფპოლიპროპილენისგან, შესაფუთი მასალა, ქსოვილები, საკანცელარიო ნაკეთობები, პლასტმასის დეტალები, მრავალჯერადი გამოყენების კვების კონტეინერები, მილები, ტომრები, ტარა, სანაგვე ურნები, ტექნიკური აპარატურის დეტალები, საავტომობილო მრეწველობა და სხვ. ექსპლუატაციის მაქსიმალური ტემპერატურაა 120-140°C. აღსანიშნავია, რომ პოლიპროპილენი პოლიეთილენის შემდეგ, მსოფლიოში ყველაზე მეტად გავრცელებული სინთეზური პლასტმასია (წარმოება წელიწადში დაახლოებით 60 მლნ ტონას შეადგენს).