ალარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
11:16, 27 თებერვალი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ალარია - (Alaria; ლათ. ala ფრთა) ტრემატოდას გვარი; მიეკუთვნება Strigeidae-ს ოჯახს. სახეობა – Alaria alata. ხორცისმჭამელთა პარაზიტი. სხეულის სიგრძე – 4,4 მმ-მდე, სიგანე – 2,1 მმ-მდე. პირის მისაწოვრის ირგვლივ ყურისმაგვარი წარმონაქმნებია. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძრლი – მტკნარი წყლის მოლუსკები Planorbidae-ს ოჯახიდან, დამატებითი მასპინძელი – ბაყაყები, მათი თავკომბალები. ალარიოზის აღმძვრელი.