ალარია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალარია - (Alaria; ლათ. ala ფრთა) ტრემატოდას გვარი; მიეკუთვნება Strigeidae-ს ოჯახს. სახეობა – Alaria alata.
ხორცისმჭამელთა პარაზიტი. სხეულის სიგრძე – 4,4 მმ-მდე, სიგანე – 2,1 მმ-მდე. პირის მისაწოვრის ირგვლივ ყურისმაგვარი წარმონაქმნებია. ბიოჰელმინთი. შუალედური მასპინძრლი – მტკნარი წყლის მოლუსკები Planorbidae-ს ოჯახიდან, დამატებითი მასპინძელი – ბაყაყები, მათი თავკომბალები. ალარიოზის აღმძვრელი.