ვოლფარტიოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:56, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ვოლფარტიოზი – (wohlfahrtiosis; აღმძვრელის გვარის დასახელება Wohlfahrtia + ბერძნ. osis დაავადება) – ენტომოზური დაავადება. ცხვრის ჭრილობის დაჭიანება, გამოწვეული ჭრილობაში ბუზის – Wohlfahrtia magnifica-ს ლარვების პარაზიტობით. გავრცელებულია თბილი და ცხელი კლიმატის მქონე ქვეყნებში.
სიმპტომები: მოუსვენრობა, სხეულის ტემპერატურის მატება, სიგამხდრე; ქავილი და ტკივილი ჭრილობაში, სადაც ბუზის ლარვები ლოკალიზებენ. ავადმყოფი ცხვრები კბილებით ღრღნიან ჭრილობას, ცუდად ძოვენ, ჩამორჩებიან ფარას, გამხდრები არიან და არცთუ იშვიათად, იღუპებიან.