პრემუნიცია
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:48, 21 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პრემუნიცია – (ლათ. praemunitio ვიცავ), არასტერილური იმუნიტეტი – არამთვისებლობის მდგომარეობა, რომლის დროს კონკრეტული სახეობის ცხოველის ორგანიზმში შენარჩუნებულია მისთვის ვირულენტური დაავადების აღმძვრელი. პრემუნიცია – მასპინძელსა და პარაზიტს შორის ბიოლოგიური წონასწორობის მდგომარეობაა, რომელიც აღინიშნება მრავალი ინვაზიური დაავადების შემთხვევაში.