სარკოცისტოზი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:22, 22 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
სარკოცისტოზი – (sarcocystosis), სარკოცისტებით გამოწვეული, შინაური და გარეული ცხოველების ქრონიკულად, უსიმპტომოდ მიმდინარე დაავადება, რომლის დროს კუნთოვან ქსოვილში და გულის კუნთებში ცისტები (მიშერის პარკები) წარმოიქმნება. სარკოცისტოზი ფართოდაა გავრცელებული. მათ მიერ მიყენებული ზარალი გამოიხატება ხორცის გამოწუნებით და მისი ხარისხის დაქვეითებით.