სტრონგილოიდესი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:35, 27 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

სტრონგილოიდესი – (Strongyloides; ბერძნ. Srongylos ცილინდრული + eidos მსგავსი, გარეგნობა) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Rhabditata-ს ქვერაზმს. სახეობები:

- Strongyloides ransomi (ამერიკელი პარაზიტოლოგის ბ.რანსომის პატივსაცემად) – პარაზიტობს ღორის ორგანიზმში;

- St.papillosus (ლათ. papillus დვრილებით აღჭურვილი) – პარაზიტობს მცოხნელი ცხოველებისა და ბოცვერის ორგანიზმში;

- St.westeri (ინგლისელი მეცნიერის ვესტერის პატივსაცემად) – პარაზიტობს ცხენის ორგანიზმში;

- St.stercoralis (ლათ. sercus ნაკელი) – პარაზიტობს ძაღლის, კატის, პრიმატებისა და ადამიანის ორგანიზმში;

- St.fulleborni (გერმანელი პარაზიტოლოგის ფ.ფიულებორნის პატივსაცემად) – სახეობა, პარაზიტობს პრიმატებისა და ადამიანის ორგანიზმში.

დასახელებული სახეობები სტრონგილოიდოზის აღმძვრელებია. ისინი პარაზიტობენ წვრილი ნაწლავების ლორწოვან გარსში. დაინვაზიება ხდება პერორალური, პერკუტანული, ინტრაუტერინული (ცურის დვრილის არხის გავლით) და გალაქტოგენური (საშვილოსნოსშიდა) გზებით. დამახასიათებელია განვითარების პირდაპირი და არაპირდაპირი ტიპები. არაპირდაპირი განვითარების შემთხვევაში თავისუფლად მცხოვრები თაობები ვითარდება.

წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები