პასალურუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:45, 28 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
პასალურუსი – (Passalurus; ბერძნ. passalos ბასრი ჯოხი) – ნემატოდების გვარი; მიეკუთვნება Oxyuridae-ს ოჯახს, Oxyurata-ს ქვერაზმს.
Passalurus ambiguous (ლათ. საეჭვო, ორაზროვანი) – სახეობა, პარაზიტობს ბოცვრებისა და კურდღლისებრების მსხვილ ნაწლავებში. გეოჰელმინთი. ბოცვრის პასალუროზის აღმძვრელი.