ბოოფილუსი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
17:00, 29 მარტი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
ბოოფილუსი - (Boophilus; ლათ. bos კურო + ბერძნ. philos მოყვარული), ტკიპის გვარი; მიეკუთვნება Ixodidae-ს ოჯახს, Parasitiformes-ის რაზმს.
Boophilus calcaratus (ლათ. calcar დეზი) – სახეობა, რომელიც Piroplasma bigeminum-ისა და Fransaiella colchica-ს გადამტანია; ინვაზიას გადასცემს ტრანსოვარიული გზით; პარაზიტობს მსხვილფეხა მცოხნელ პირუტყვზე, იშვიათად – ცხვარსა და ცხენზე. ერთმასპინძლიანი ტკიპი. გარდა ამისა, სავეტერინარო მნიშვნელობის მქონე სახეობებია – B.annulatus, B.decoloratus და B.microplus.