ექინოკოკოზი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:58, 4 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ექინოკოკოზი (echinococcosis; აღმძვრელის გვარის დასახელება echinococcus + ბერძნ. osis დაავადება) – ცხოველებისა და ადამიანის დაავადება, რომლის გამომწვევი – Echinococcus granulosus (ლარვული ფორმა) ლოკალიზებს სხვადასხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ექინოკოკის ამავე დასახელების ზრდასრული (ლენტისებრი) ფორმები პარაზიტობენ ძაღლის, სხვა ხორცისმჭამელების წვრილ ნაწლავებში. გავრცელებულია ყველგან.

ლარვული ექინოკოკოზის დროს კლინიკური ნიშნები დამოკიდებუ­ლია ლარვოცისტების ლოკალიზების ადგილზე. ექინოკოკოზი სუბკლინიკურად მიმდინარეობს. ავადმყოფი ცხოველი გამხდარია, პროდუქტიულობა – შემცირებული. ღვიძლის დაზიანებისას ირღვევა საჭმლის მონელების ფუნქცია. ფილტვის დაზიანებისას ვითარდება ხველა, სუნთქვა გართულებულია. ზოგჯერ ცხოველი კახექსიისაგან იღუპება.


წყარო

სავეტერინარო პარაზიტოლოგიის ტერმინთა ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები