ნატიავედა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:43, 28 აპრილი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

„ნატიავედა“ – („ნატაა“ – ადგილი, სცენა, „ვედა“ – ძველ ინდოელთა წმინდა წიგნი) – მოძღვრება სცენის ხელოვნების შესახებ. ვედების პერიოდის ინდური სახელმძღვანელო დრამატურგიასა და თეატრზე, დრამატურგიის წმინდა წიგნი.

ინდური მითის მიხედვით, სამყაროს შემქმნელმა, ბრძენმა ბჰარატა მუნიმ, ღმერთ ინდრას თხოვნით, მანამდე არსებული ოთხი ვედასაგან ამოარჩია ოთხი ელემენტი: მეტყველება, სიმღერა, პანტომიმა, გრძნობა და შექმნა მათგან „ნატიავედა“.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი ‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები