ტეტრალოგია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:40, 5 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ტეტრალოგია – (ბერძნ. tetralogia, tetra – ოთხი, logos – სიტყვა, თხრობა) – ძველბერძნულ თეატრში (V ს. ძვ.წ.) ოთხი დრამატული ნაწარმოების ერთობლიობა (სამი ტრაგედია და ერთი სატირების დრამა), რომლითაც დრამატურგი მონაწილეობდა ათენის შეჯიბრებაზე.

ესქილესთან, ჩვეულებრივ, ტრაგედიები დაკავშირებული იყო ერთმანეთთან (შემონახულია ნიმუშიც ტრილოგია „ორესტეა“), ხოლო სატირების დრამა იყო გადამუშავება შემავალი ეპიზოდისა იმავე თქმულებიდან. სოფოკლესა და ევრიპიდესთან ტეტრალოგიაში შემავალი დრამები სიუჟეტურად ერთმანეთთან არ არის დაკავშირებული. ევრიპდე სატირული დრამის ნაცვლად, როგორც ჩანს, მეოთხე ტრაგედიას წარმოადგენდა მშვიდობიანი დასასრულით ან პერსონაჟებში კომედიური ელემენტების შეტანით (მაგ. „ალკესტიდა“).

ახალი დროის ტეტრალოგიის ნიმუშია ანტიკურ თემაზე შექმნილი გ. ჰაუპტმანის პიესები „იფიგენია ავლიდაში“, „იფიგენია დელფოსში“, „აგამემნონის სიკვდილი“, „ელექტრა“.

მუსიკალურ თეატრში ტეტრალოგიის ნიმუშს წარმოადგენს რ. ვაგნერის ოპერების ციკლი „ნიბელუნგის ბეჭედი“ („რეინის ოქრო“, „ვალკირია“, „ზიგფრიდი“, „ღმერთების დაღუპვა“).


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები