შიგუსა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
16:05, 16 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
შიგუსა – განსაკუთრებული სცენური მოძრაობის (მოქმედების) აღმნიშვნელი ტერმინი იაპონურ თეატრში. ტრადიციულ საცეკვაო ტექნიკაზე დაფუძნებულ მოძრაობისაგან განსხვავებით, რომელიც ნიშნეულია კაბუკის თეატრის სამსახიობო ხელოვნებისათვის, შიგუსა არ არის დაკავშირებული საცეკვაო ტექნიკასთან და მისი შესრულება ხდება მუსიკალური თანხლების გარეშე.