ჰანამიჩი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:50, 18 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰანამიჩი – (იაპ. – „ყვავილთა ბილიკი“), ფიცარნაგი იაპონური თეატრი კაბუკიში, რომელიც იწყება სცენიდან და მიემართება პარტერის გავლით მაყურებელთა დარბაზის სიღრმისაკენ. იგი ასრულებს დამატებითი სცენური მოედნის ფუნქციას, გამოყენებულია მსახიობების შემოსასვლელად და გასასვლელად, მასზე გაითამაშებენ განსაკუთრებით მნიშვნელოვან სცენებს. ჰანამიჩის იყენებენ ევროპულ თეატრებშიც, რადგან ასეთი ფიცარნაგი ხელს უწყობს მიზანსცენების მრავალფეროვნებას.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები