ჰისტრიონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ჰისტრიონი — (ლათ. histrions, histrio),

  1. მსახიობი ძველ რომში. ჰისტრიონები პირველ ხანებში თამაშობდნენ უნიღბოდ. ნიღბები მათ შემოიღეს მხოლოდ I საუკ. ჩვენს ერამდე, ბერძნული თეატრის გავლენით. ქალის როლს ასრულებდა მამაკაცი. ჰისტრიონები სოციალური წარმოშობით საზოგადოების დაბალი ფენების წარმომადგენლები იყვნენ, ზოგჯერ ყოფილი მონები.
  2. სახალხო მოხეტიალე მსახიობი ადრეული შუასაუკუნეების (IX—XIII საუკ.) ეპოქაში. ჰისტრიონთა ხელოვნების საწყისები სოფლის საწესჩვეულებო თამაშობებიდან მომდინარეობს, ჰისტრიონი ერთდროულად იყო მთხრობელიც, მუსიკოსიც, მოცეკვავეც, მომღერალიც, ტანმოვარჯიშეც, ცხოველთა მწვრთნელიც და ა. შ. ჰისტრიონის ხელოვნება ვითარდებოდა რამდენიმე მიმართულებით (საცირკო გამოსვლები, მთხრობლისა და წშემსრულებლის, პოეტისა და მოლექსის - ტრუბადურის, ტრუვერის ხელოვნება). სხვადასხვა ქვეყანაში ჰისტრიონები სხვადასხვაგვარად იწოდებოდნენ: საფრანგეთში - „ჟონგლიორებად“, პოლონეთში - „ფრანკებად“, იტალიაში - „მიმებად“, გერმანიაში - „შპილმანებად“. რუსეთში - „სკომოროხებად“. ჰისტრიონების ერთ-ერთ განშტოებას წარმოადგენდნენ აგრეთვე „ვაგანტები“. XIII საუკუნის - ბოლოს ისინი შეერწყნენ ქალაქის თეატრს, თვითმოქმედემბას, რომელიც დიდად განვითარდა.



წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები