ბერბეჯი რიჩარდ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
12:09, 22 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
რიჩარდ ბერბეჯი – (1567-1619) ინგლისელ მსახიობთა და თეატრალურ მოღვაწეთა ოჯახის წარმომადგენელი, ჯეიმს ბერბეჯის შვილი და ქათბერთ ბერბეჯის ძმა; აღორძინების ეპოქის უთვალსაჩინოსი წარმომადგენელი, შექსპირის მეგობარი და მუდმივი თანამშრომელი. მას ჰქონდა არაჩვეულებრივი ტრაგედიული ნიჭი, შექსპირმა მისთვის დაწერა რიჩარდ III, ჰამლეტის, ოტელოს, ლირის, მაკბეტის, პროსპეროს (და სხვ.) როლები. თანამედროვეთა შეფასებანი მეტყველებენ, რომ იგი იყო დიდი ოსტატი, ჰქონდა არაჩვეულებრივი გარდასახვის უნარი, გამომსახველი დეკლამაცია, შესანიშნავად დამუშავებული მიმიკა და ჟესტი.