დიულენი შარლ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:22, 29 მაისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

(განსხ.) ←წინა ვერსია | მიმდინარე ვერსია (განსხ.) | შემდეგი ვერსია→ (განსხ.)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

შარლ დიულენი – (1885-1949), ფრანგი რეჟისორი, მსახიობი, პედაგოგი.

სწავლობდა ლიონის კონსერვატორიაში. მუშაობდა მსახიობად და რეჟისორად ა. ანტუანის ჟ. რუშეს, ჟ. კოპოს, ფ. ჟემიეს, გ. ბატის თეატრებში. 1921 წ. შექმნა საკუთარი თეატრი „ატელიე“. 1940 წ. თეატრი „ატელიე“ გადასცა ა. ბარსაკს, თვითონ კი გააგრძელა მუშაობა საფრანგეთის სხვადასხვა თეატრებში. იგი იყო კონტრასტების მოყვარული მსახიობი, ერთმანეთს უთავსებდა თავშეკავებას და ვნებიან თავაშვებულობას, ლირიზმს და თვალთმაქცობას, სათნოებას და მედიდურობას. თავის დადგმებში ელტვოდა უბრალოებას, სიცხადეს, მსახიობის თავისუფლებას. მისი შემოქმედებითი მეთოდი ახლოს იდგა სტანისლავსკის სისტემასთან. დაწერა წიგნი „მსახიობის მოგონებანი და შენიშვნები“.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები