ფლეკი იოჰან ფრიდრიხ ფერდინანდ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

იოჰან ფრიდრიხ ფერდინანდ ფლეკი − (გერმ. Johann Ferdinand Fleck, 1757-1801), გერმანელი მსახიობი. 1777 წწლს შედგა მისი დებიუტი ლაიფციგის თეატრში. 1779 წ. იგი ხდება ჰამბურგის დასის წევრი, რომლის ხელმძღვანელი იყო ფ. ლ. შრიოდერი. 1783 წ. გადადის ბერლინში და ხდება კ. დიობელინის დასის წევრი, რომლისგანაც 1786 წ. ყალიბდება სამეფო ნაციონალური თეატრი. 1794-96 წწ. იგი ხდება ამ თეატრის ხელმძღვანელი, შემდგომ მსახიობი და რეჟისორი სიცოცხლის ბოლომდე. მას ჰქონდა მომგებიანი სცენური გარეგნობა, მჟღერი, გულშიჩამწვდომი ხმა, ვულკანური ტემპერამენტი, სტიქიური ემოციონალობა. მის არტისტულ ბუნებას ბუნებრივად ესადაგებოდა შექსპირის გმირული და სახასიათო როლები, ჩინებული იყო, აგრეთვე, მდაბიურ დრამასა და კომედიებში, მაგრამ გამორჩეული – შილერის გმირების შესრულების დროს. აქ იგი ბოლომდე ავლენდა თავის სამსახიობო შესაძლებლობებს, ქმნიდა ტიტანურ გმირებს, ახდენდა პოეტურ ჰიპერბოლიზაციას, რაც ასე დამახასიათებელი იყო „ქარიშხლისა და შეტევის“ პოეტებისათვის. ამასთანავე, მის ხელოვნებას ახასიათებდა სუბიექტივიზმი, კონტრასტულობა, მიდრეკილება გროტესკისაკენ. ყოველივე ეს მას ძალზედ აახლოებდა გერმანელ რომანტიკოსებთან, რომლებიც მას მიიჩნევდნენ იდეალურ რომანტიკულ მსახიობად.


წყარო

მსოფლიო თეატრის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები