დრამატული პოეტიკა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
15:09, 22 ივნისი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ
დრამატული პოეტიკა – თეატრის ძირითადი „სამეტყველო ენა“, პოეტური სახეებით აზროვნების ფორმა, მედიტაციის და ექსტაზის განსაკუთრებული სახეობა, რომელიც იქმნება „რიტმის, მეტრის და ჰარმონიის“ (არისტოტელე) მეშვეობით, ნებისმიერი თეატრის არსი-არსთაგანი. დრამატული პოეტიკა განფენილია ფაბულასა და პერსონაჟში. იგი იყოფა ჟანრებად და თვით ყველაზე უკიდურესი ექსპერიმენტებიც კი საინტერესოა დრამატული პოეტიკის ახალი საშუალებების გამოყენების თვალსაზრისით.
მ. გეგია