ქილილა და დამანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
13:35, 2 ოქტომბერი 2023-ის ვერსია, შეტანილი Tkenchoshvili (განხილვა | წვლილი)-ის მიერ

გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ქილილა და დამანა – მსოფლიოში ფართოდ გავრცელებული იგავ-არაკთა კრებული, სადაც ცხოველთა სამყაროს საშუალებით გადმოცემულია ადამიანთა საზოგადოებრივი ცხოვრების სურათები. სახელწოდება მიღებული აქვს ყველაზე დიდი არაკის მიხედვით.

ქილილა და დამანა თარგმნილია მრავალი ხალხის ენაზე. თავდაპირველი სამშობლო ინდოეთია, სადაც იგი პანჩატანტრად იწოდება. VI საუკუნეში დამუშავდა ფალაურად და ითარგმნა სირიულად. VIII საუკუნეში ჩამოყალიბდა არაბული ვერსია. XI--X1II ს. პირველ ქართულ თარგმანს ჩვენამდე არ მოუღწევია ხელახლა ითარგმნა XVI-XVIII საუკუნეში და მომდინარეობს ანვარი სოპაილის სახელით ცნობილი სპარსული ვერსიიდან, რომელიც სპარსეთში შემუშავდა XV საუკ-ში.

ქართულ ენაზე სამი რედაქცია მოიპოვება: 1. დავით კახთა მეფის (კუ და ღრიანკალის არაკამდე), 2. ვახტანგ VI და 3. სულხან-საბა ორბელიანის, რომელიც ყველაზე გავრცელებულია. ქილილას და დამანას არაკები ძველთაგანვე დიდი პოპულარობით სარგებლობდნენ საქართველოში, რასაც ვახტანგ VI მითითებაც მოწმობს: „რაოდენსაცა საქართველოს შინა არაკსა, ანუ იგავსა, ანუ ზეპირ მუნასიბსა ლექსსა იტყვიან, უფროსი ერთი ამაში სწერია"-ო. ბევრი არაკი გახალხურებულა და ფოლკლორშია გადასული.

მ. ჩაჩავა



ლიტერატურა

ქილილა და დამანა, ალ. ბარამიძის წინასიტყვაობა, 1952.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი II

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები