ალ-ბათანი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ალ-ბათანი (≈850 – 929) – არაბი მათემატიკოსი. განავითარა მეცნიერება ტრიგონომეტრიული ფუნქციების შესახებ – სინუსი, კოსინუსი, კოტანგესი. დაადგინა რომ მართკუთხა სამკუთხედში მახვილი კუთხე შეიძლება განისაზღვროს ერთი კათეტის მეორესთან შეფარდებით. დაადგინა ტრიგონომეტრიული დამოკიდებულება, რომელიც არსებითად კოსინუსების თეორემას წარმოადგენს.